„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
470010000.32.057.016250
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №15

2017 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭა­რის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შე­სა­ხებ“ აჭა­­­­რი­ს ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შე­სა­ბა­მი­სად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2013, 470010000.32.057.016121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 58 (ორმოცდათვრამეტი) საშტატო ერთეულით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) წარმართოს სამინისტროს სისტემის საკადრო პოლიტიკა, უზრუნველყოს სამინისტროს საჯარო მოხელეთა შეფასება და არსებულ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) კანონით დადგენილი წესით ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისადმი;”;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ბიუჯეტის დაგეგმვის დეპარტამენტი;“;

ე) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“,  და ,,2ქვეპუნქტები:

,,ბ1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

,,ბ2) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენის უზრუნველყოფა;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის ,,“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზება, მოხელისათვის კლასის მინიჭების პროცესში მონაწილეობა; აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. ბიუჯეტის დაგეგმვის დეპარტამენტი

ბიუჯეტის დაგეგმვის დეპარტამენტის  ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) სამინისტროს სისტემის წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება,  ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

დ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად პროგრამების შემუშავება, ანგარიშის მომზადება და ანალიზი;

ე) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან  წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორციელება.“.

2. ეს დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017  წლის 1 ივლისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე