შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1377
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2017
matsne.gov.ge 210 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 08.11.2017 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 27.12.2017 ახალქალაქის იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 07.07.2015 კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 29.08.2018 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 14.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №1377 2017 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი  შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, ეთხოვოს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ (შემდგომში – კომპანია), უზრუნველყოს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გზ(ებ)ისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 2017 წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით განახორციელოს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გზ(ებ)ისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საბაგირო(ები)ს, დანადგარების, აღჭურვილობის, მონტაჟის, გამართვისა და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო საქონლის, სრული (სამშენებლო) სამუშაო(ები)სა და მომსახურების შესყიდვა. 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. პრემიერ-მინისტრი                                                                                    გიორგი კვირიკაშვილი