„სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №624 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1420
2017 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №624 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობა განხორციელდეს ქ. თბილისში, გულიას ქ. №3ა-ში მდებარე შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 13 421 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.09.004.086).
2. ეთხოვოთ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/ნ: 404389372) და მის შვილობილ საწარმოს, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 405007200), ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობების (მათ შორის, ტექნიკური პარამეტრების) შესაბამისად, საკუთარი ან/და მათთვის კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი