„სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის N673 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№656
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის

ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №656

2017 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის N673 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების დარღვევის გამო, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 37-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. „სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სს „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდატორად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (დაბადებული 16.07.1960, პირადი №01036002403, პირადობის მოწმობის ნომერი 15IA86466, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მცხოვრები ქ. თბილისი ხიმშიაშვილის ქუჩა №13). ლიკვიდატორი ვალდებულია სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №24/04 ბრძანების შესაბამისად.“.

2. „სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

მ. კიკორია