ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება №3/ნ |
|
2017 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი |
|
1. წესის მიზანია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის განსაზღვრა.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის მე-17 – 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული რესურსების მოპოვების ლიცენზიის მფლობელებზე.
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წარუდგინოს ანგარიშგება მატერიალური სახით ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.
2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელმა ანგარიშგების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქციით (დანართი №3).
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგება რეგულირების საფასურის გადახდისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
2. თუ ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წარდგენის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.
1. ანგარიშგებას რეგულირების საფასურის გადამხდელი წარადგენს სრულად, ფორმაში ასახული ყველა მონაცემის მითითებით.
2. ანგარიშგების ფორმაში მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია რეგულირების საფასურის გადამხდელი.
3. რეგულირების საფასურის გადამხდელი უფლებამოსილია მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგებით წარდგენილი პირველადი მონაცემების დაზუსტება განახორციელოს სააგენტოსთვის რეგულირების საფასურის დაზუსტებული ანგარიშგების წარდგენის გზით, პირველადი მონაცემების წარდგენიდან 3 წლის განმავლობაში.
წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.08.2017.
- როდის იქნა მიღებული „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 01.08.2017. მიმღები ორგანო — გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №3/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.61.073.016003.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“, №3/ნ, 01.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 360160000.61.073.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3756850/