„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-50/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016462
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-50/ნ

2017 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/03/2014, 470230000.22.035.016250) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით  დამტკიცებული №2 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი):
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და თანდართული შესაბამისი დოკუმენტის ასლების მატერიალური ფორმით შენახვას პროგრამაში მიმწოდებლად რეგისტრაციის პერიოდისა და რეგისტრაციის შეწყვეტიდან არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ბენეფიციარის რეგისტრაცია

1.  მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ექვემდებარება აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში სააგენტოსა და შესაბამისი გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაგან ერთი კოპირებადია.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის დახმარებით.

5. მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციისას, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნით, მშობელს წარმომადგენლობის დოკუმენტი არ მოეთხოვება.

6. მკაცრი აღრიცხვის ფორმის სრულყოფილად  და სათანადოდ შევსების, აგრეთვე, მასზე ხელმოწერით მოსარგებლის/წარმომადგენლის მხრიდან სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე თანხმობის დადასტურების შემდეგ, მკაცრი აღრიცხვის ფორმის კოპირებადი ნაწილი გადაეცემა მოსარგებლეს, ხოლო სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერით დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის  ფორმის პირველი პირი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რჩება მიმწოდებელთან.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა, როგორც გამოსაყენებლად უვარგისი, ექვემდებარება ჩამოწერას, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.

8. გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სათანადო წესით შევსებისა და მის საფუძველზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციის შემდეგ.

9. რეგისტრირებული მოსარგებლის შესახებ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ასახული ინფორმაცია შესაბამისობაში უნდა იყოს თანხმობის ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან.

10. ბენეფიციარის ხელახალი რეგისტრაცია, მათ შორის, მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად უვარგისობის შემთხვევაში, ხორციელდება პირველადი რეგისტრაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის მე-8 მუხლი:

„მუხლი 8.  პასუხისმგებლობა ამ წესით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის

პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, მათ შორის, შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმების დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან სხვა სახით ხელყოფისათვის, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19  და/ან მე-20 მუხლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია  ფორსმაჟორული გარემოებით ან შესაბამის ფაქტზე მესამე პირების მიმართ დაწყებულია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება (უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო