საქართველოს მთავრობას, შპს „რუსთავი ჯგუფსა“ და შპს „რუსმეტალს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 11.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1699
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024383
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.08.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მთავრობას, შპს „რუსთავი ჯგუფსა“ და შპს „რუსმეტალს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობას, შპს „რუსმეტალს“ და შპს „რუსთავი ჯგუფს“ შორის „ლუხუნიჰესი 2“ პროექტის განხორციელების შესახებ, დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების ვადაგაგრძელებულ და განმეორებით აუქციონზე გასხვისების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობას, შპს „რუსმეტალსა“ და შპს „რუსთავი ჯგუფს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობას, შპს „რუსთავი ჯგუფსა“ და შპს „რუსმეტალს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:40.3pt; line-height:150%; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:40.3pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:49.5pt 58.5pt 1.0in 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება
№
169
9
2017 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „რუსთავი ჯგუფსა“ და შპს „რუსმეტალს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, შპს „რუსთავი ჯგუფსა“ და შპს „რუსმეტალს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შპს „რუსთავი ჯგუფის“ მიერ დარღვევის თაობაზე და აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი შეწყდეს მემორანდუმის 8.1 პუნქტის საფუძველზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებითა და 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-6 მუხლის შესაბამისად, შპს „რუსთავი ჯგუფს“ 2017 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით დაეკისროს ჯარიმა 53,500 აშშ დოლარის ოდენობით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებითა და 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს „ლუხუნი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ღია აუქციონის („ინტერესთა გამოხატვის“) გამოსაცხადებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის, სააუქციონო პირობების განსაზღვრა), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ განკარგულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „რუსთავი ჯგუფისთვის“ ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის, ჯარიმის დაკისრებისა და „ლუხუნი 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით აუდიტორული დასკვნის მომზადების უზრუნველყოფის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა.
ამ განკარგულების მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგენილ უნდა იქნეს, ერთი მხრივ, „ლუხუნი 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული იდენტური პირობების (გარდა ვადებისა) გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, პროექტის ღირებულება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების შესაბამისად ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პრინციპისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამატებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი