საქართველოს მთავრობას, შპს „რუსთავი ჯგუფსა“ და შპს „რუსმეტალს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2388
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025138
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2388

2017 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „რუსთავი ჯგუფსა“ და შპს „რუსმეტალს“ შორის 2015 წლის 3 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია შპს „რუსთავი ჯგუფის“ მიერ „ლუხუნი 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შესაბამისი აუდიტორული დასკვნის წარდგენის თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს თანდართული „რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში „ლუხუნიჰესი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვის პირობები“ (სააუქციონო პირობები).

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს „ლუხუნი 2“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ღია აუქციონის (ინტერესთა გამოხატვის) გამოსაცხადებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული სააუქციონო პირობების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი     გიორგი კვირიკაშვილი.