„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2017 წლის 5 სექტემბერი დაბა ადიგენი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ, მოხელის გადაყვანა, მოხელის გადაყვანის წესი
1. გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს:
ა) სამსახურებრივი გადაყვანისას.“.
2. მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზონტალური გადაყვანა).
3. მოხელის გადაყვანა დასაშვებია:
ა) მოხელის ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით;
ბ) საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და მოხელის თანხმობით.
4. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
5. საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ასახოს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
6. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად ამ საჯარო დაწესებულების ოფიციალურ შიდა ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ და განცხადების წარსადგენად განსაზღვრავს 2 სამუშაო დღის ვადას.
7. განსაზღვრულ ვადაში განაცხადის დარეგისტრირების შემთხვევაში საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი კანდიდატთან ატარებს გასაუბრებას და მოხელის შეფასების შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის გადაყვანის შესახებ.
8. თუ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი ან თუ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატი, საჯარო დაწესებულება აცხადებს კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 23-ე მუხლი ამოღებული იქნეს.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 231 მუხლი ამოღებული იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 05.09.2017. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.137.016308.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №51, 05.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016308 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3797992/