„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
290160000.60.072.016031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №23

2017 წლის  13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებით დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს ცვლილება, დაემატოს  171 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 171. გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ახლად აღმოჩენილი/ამოღებული აქტივის რეალიზაციის წესი

1. ისეთი აქტივი, რომელიც გაკოტრება/ლიკვიდაციის საქმის წარმოების დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე იყო მზღვეველის აქტივი, ავტომატურად ჩაითვლება გაკოტრებული/ლიკვიდირებული სადაზღვევო კომპანიის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას იძენს სამსახური გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის კრედიტორებზე გადანაწილების მიზნით.

2. თუ გაკოტრებული/ლიკვიდირებული მზღვეველის აქტივი არის ფულადი სახსრები, ის გადადის სამსახურის მფლობელობაში ამ მიზნებისთვის არსებულ გაკოტრებული/ლიკვიდირებული  მზღვეველის მოუკითხავი თანხების სპეციალურ ანგარიშზე და განაწილდება გაკოტრების მმართველის/ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით.

3.თუ გაკოტრებული/ლიკვიდირებული მზღვეველის აქტივი არის არაფულადი სახის მატერიალური აქტივი, სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილი/ამოღებული აქტივის მზღვეველის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესს.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიკონსტანტინე სულამანიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.09.2017.
როდის იქნა მიღებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.60.072.016031.
რამდენი მუხლისგან შედგება „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 26 თებერვლის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №23, 13.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016031 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3803522/