„სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/239
2017 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/203-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკის“ პლანშეტ 1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-11 პუნქტები თანდართული ესკიზებით:
„9 . საწვიმარი ლაბადა – შავი ფერის, თავისუფალი, სწორი სილუეტის, წინ ჩახსნილი, ელვა შესაკრავით ან/და კნოპებით. სიგრძე – მუხლსქვევით, თავსაბურავით („კაპიუშონით“) - მოსაჭიმი სარეგულირებელი თასმებით, კლასიკური საყელოთი, ლაბადის სახელოების დაბოლოებაზე სახელოს შიგნით განთავსებული ფარული რეზინის მანჟეტებით, მარცხენა მხარეს სამკერდე ნიშნით, მარცხენა მკლავზე სამკლავური ნიშნით. ყველა ნაკერი დამუშავებულია ორმაგი ჩაკეტილი ნაკერით, წყალგაუმტარი მასალით; ქსოვილი: წყალგაუმტარი, შრიანი 100% პოლიესტერი, გარსით დაფარული.
10. ზაფხულის ქუდი ( კეპი) – შავი ფერის, საზედაპირე ქსოვილი 100% ბამბა არანაკლებ 220 გრამი მ2, ქუდის საშუბლე ნაწილზე სამკლავური ნიშნით. კეპი უნდა იყოს ქარხნული, სპეციალურ დანადგარებზე ნაკერი.
11. ზამთრის ქუდი – შავი ფერის, საზედაპირე ქსოვილი 100% პოლიესტერი ან ნეილონი არანაკლებ 150 გრამი მ2, წინაფრიანი, კლასიკური (ე.წ. „ნემკა“ ან „ვატსონი“ სტილი), მრგვალი, მყარი და მდგრადი ფორმის, ქუდის საშუბლე ნაწილზე სამკლავური ნიშნით. წინაფრა - მკვრივი, დრეკადი, ელასტიკური, პლასტიკური მასალა, ცენტრალური ნაწილიდან წინ, ქსოვილით დაფარული, წინაფრის წინა მესამედზე ორი წრიული გასაფორმებელი გვირისტით. ქუდის უკანა ნაწილის სიმაღლე ხელოვნური ბეწვით გაფორმებული, ქუდის უკანა ნაწილს წინაფრის დაბოლოებებიდან უკანა მხარეს გასდევს ყურების და კისრის დამცავი, ჩამოსაშლელი ხელოვნური ბეწვით (ხელოვნური ბეწვი შავი ფერის, მბზინავი, დაბალი) გაფორმებული (დამუშავებული) ორსამაგრიანი სარქველით, რომელიც წარმოადგენს ქუდის ძირითადი ნაწილის გაგრძელებას და მაგრდება ქუდის ძირითად ნაწილზე, აკეცილ მდგომარეობაში მარჯვნიდან და მარცხნიდან თითო უჟანგავი მასალისაგან დამზადებული კნოპით და იძლევა საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს როგორც მათბუნებელი საშუალება მისი ჩამოშლის შემთხვევაში.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი