სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1853
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024541
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1853

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 1000.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.555); 436.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.554); 440.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.312) და 6991.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.34.22.530) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 000 (ექვსას სამოცი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „აჭარის კურორტებს“ (ს/კ: 245547396).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადაში არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის გადახდა;

ა.გ) ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში არანაკლებ 660 000 (ექვსას სამოცი ათასი) ლარის გადახდა;

ბ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან მათ ნაწილზე და სს „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებულ, №05.34.22.121 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება, რომელიც არ მოიცავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და შპს „ADJARA RESORTS HOLDING B.V“-ს შორის 2006 წლის 18 თებერვალს გაფორმებული სს „აჭარის კურორტების“ აქციათა 100%-ისა და სს „მესხეთის“ აქციათა 52.83%-ის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინვესტიციას.

3. სს „აჭარის კურორტები“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.08.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 31.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1853. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024541.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „აჭარის კურორტებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1853, 31.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024541 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3812073/