„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №12
2017 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010330000.32.061.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესდეს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი სტუდენტისათვის.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურის სტუდენტისათვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მინიჭების პირობებს და პროცედურებს“;
ბ) მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია (შემდგომში – სტიპენდია) ენიჭება სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ მაგისტრატურის სტუდენტს (შემდგომში – სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.“.
დ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:
„მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
2. 2017 წელს სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ოქტომბერში და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით.“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 22.09.2017. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010330000.32.061.016217.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 12 სექტემბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №12, 22.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 010330000.32.061.016217 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3818300/