სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2113
2017 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ 2011 წლის 23 დეკემბერს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული და ამავე მხარეებს შორის გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმება (Side Letter).
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია (მათ შორის, პროექტის განმარტებითი ბარათი) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე“?
- „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე“ მიღებულია 06.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2113. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024754.
- სად არის „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე“, №2113, 06.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024754 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3830151/