1.
სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში;
2.
ამ სტანდარტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა)
დაწესებულების პერსონალი - დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ)
კლასტერი - საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება.
გ)
ადმინისტრაციული პერსონალი - პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
დ)
სტრატეგიული მართვა - დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
ე)
საგანმანათლებლო პროგრამის მართვა - დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;
ვ)
მატერიალური რესურსის მართვა - დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;
ზ)
ადამიანური რესურსის მართვა - დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;
თ)
საგანმანათლებლო პერსონალი - პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;
ი)
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი - აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.);
კ)
ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი - პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა);
ლ)
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი - პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
მ)
ტექნიკური პერსონალი - პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;
ნ)
ჯგუფის დამხმარე პერსონალი - პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში;
ო)
ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი - პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;
პ)
კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი - პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
ჟ)
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი - პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას , ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;
რ)
მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი - პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში);
ს)
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი - პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას;
ტ)
თემი - ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.თავი II
დაწესებულების პერსონალის შემადგენლობ