1.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით);
ბ)
დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად ან ადრეული ინტერვენციის სფეროში პრაქტიკოსად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ)
გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
2.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ადრეული განათლების პრინციპები;
გ)
ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ)
ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე)
ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ)
ზრდასრულთა სწავლების მეთოდები;
ზ)
თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
თ)
კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში;
ი)
ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
კ)
ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ლ)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
მ)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ნ)
კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;
ბ)
გუნდური მუშაობა;
გ)
განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;
დ)
ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;
ე)
ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ვ)
ეფექტური კომუნიკაცია;
ზ)
კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;
თ)
პოზიტიური გაძღოლა;
ი)
თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;
კ)
დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
ლ)
დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;
მ)
ადამიანური რესურსის მართვა