1.
სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ)
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილებას) და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
გ)
გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
დ)
გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).
2.
სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ბ)
ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;
გ)
ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
დ)
დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები.
ე)
ადრეული განათლების პრინციპები;
ვ)
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ზ)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ი)
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
კ)
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ლ)
ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
მ)
ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
ნ)
ინვენტარიზაციის პროცედურები;
ო)
პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;
პ)
ფონდების მოძიების პრინციპები.
3.
სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ)
დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ)
დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;
დ)
პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
ე)
დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
ვ)
დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;
ზ)
კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება.
თ)
შესყიდვების დაგეგმვა;
ი)
წლიური ბიუჯეტის შედგენა;
კ)
კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება
მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. 1
- მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდება 2017 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე
- მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება
- მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 5. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
- მუხლი 7. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 8. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 11. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №36, 27.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016331 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3836954/muxli-6/