დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერი):
ა)
ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:
ა.ა)
სტრატეგიულ მართვაზე;
ა.ბ)
საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე;
ა.გ)
მატერიალური რესურსების მართვაზე;
ა.დ)
ადამიანური რესურსების მართვაზე.
ბ)
საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:
ბ.ა)
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი;
ბ.ბ)
ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი.
გ)
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.
დ)
ტექნიკური პერსონალი:
დ.ა)
ჯგუფის დამხმარე პერსონალი;
დ.ბ)
ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
დ.გ)
კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
დ.დ)
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
დ.ე)
მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
დ.ვ)
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.
ე)
დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთიდაიგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.
ვ)
წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება, დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.თავი III
ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტებ
მუხლი 5. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. 1
- მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდება 2017 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე
- მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება
- მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 7. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 8. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 11. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №36, 27.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016331 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3836954/muxli-5/