„არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანება №145/№203/ნ |
|
2017 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეები (მასწავლებლები), იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე, ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ.
2. პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებები, რომელთანაც/რომლებთანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მსჯავრდებული არ არის განთავსებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, და სასჯელს იხდის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია უზრუნველყონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეებმა (მასწავლებლები), იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე/არასრულწლოვანი მსჯავრდებული მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებამდე, ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდგომ.“;
გ) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი და 21 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურე (მასწავლებელი) უზრუნველყოფს:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის/საგნების სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მასწავლებლის მუშაობის გრაფიკის შესაბამისად;
ბ) არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის აკადემიური მიღწევების შეფასებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
გ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაცდენების აღრიცხვას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში;
დ) არაუგვიანეს შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან მეორე სამუშაო დღისა, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შეფასებისა და გაცდენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებამდე, ასევე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდგომ;
ე) სემესტრული, წლიური ან/და საშემოდგომო გამოცდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამოცდებში არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მიღებული შეფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებამდე, ასევე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდგომ.
4. ამ მუხლის პირველი და 21 პუნქტებით გათვალისწინებული ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სწავლობდა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებამდე, ან ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ/არასრულწლოვანი მსჯავრდებული, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემდგომ, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ პირის შესახებ უთითებს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსს;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის კლასიდან კლასში გადაყვანას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე, გამორიცხავს ამ მუხლის პირველი და 21 პუნქტებით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სწავლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის მიღების შესაძლებლობას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №145. სარეგისტრაციო კოდი — 100060020.22.038.016903.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №145, 26.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 100060020.22.038.016903 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3855407/