„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №83/ნ |
|
2025 წლის 12 სექტემბერი ქ.თბილისი |
1. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ზ1) განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვა, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი;
ზ2) ყოველწლიურად დაამტკიცოს „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა და განსაზღვროს ამ პროგრამის ბენეფიციარები;”;
ბ) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „კ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ1) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის წიგნის დანართი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი.“;
გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელმძღვანელოების ბეჭდვის მიზნებიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად, განახორციელოს სკოლების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირება, ანალიზი, რანჟირება და სამინისტროსთვის მიწოდება;“;
ე) 91 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„91. სკოლა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან, სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისი საგნისა და კლასის სახელმძღვანელოს სხვადასხვა სახეზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში, თუ მათზე გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები ერთმანეთს არ ემთხვევა, სკოლა შეარჩევს ამ საგნისა და კლასის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს სახეს/სახეებს, რომლის შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დანარჩენი სახე/სახეები ავტომატურად შერჩეულად ჩაითვლება ამ სახელმძღვანელოს მიმართ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ხოლო, თუ შერჩეული სახელმძღვანელოს სახის/სახეების შესაბამისი ავტორის/გამომცემლობის სახელმძღვანელოს დარჩენილ სახეს/სახეებს უარი ეთქვა გრიფის მინიჭებაზე, სკოლა შერჩევას ახორციელებს ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების სახეს/სახეებს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგივე პრინციპი გამოიყენება სერიაში შემავალი კლასების სახელმძღვანელოების სახეებზე გრიფირების ცალ-ცალკე გამოცხადების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამინისტროს.
10. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე/შერჩევაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამინისტროს. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.“;
ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენებისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საგნების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო წლის განმავლობაში, შესაბამისი კლასის სახელმძღვანელოსთან ერთად ან მის ნაცვლად, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები კლასების თანმიმდევრობის დაცვით. სკოლა, შესაბამისი/განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მართვის სისტემის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილ ვადაში.“.
2. მე-18 მუხლის 43 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„43. კვლევის შედეგის საფუძველზე განახლებული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია მის ალტერნატიულ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებთან/სერიებთან ერთად, შესაძლებელია სკოლებს შეეთავაზოთ განმეორებით შესარჩევად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სამინისტროს.“.
|