1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, ამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახურს, სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი და სხვა საჭირო რეკვიზიტებ