1. სამსახური კანონით დადგენილი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) უზრუნველყოფს განათლების და კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების თაობაზე, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. კოორდინაციას უწევს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო მუნიციპალური დაწესებულებების საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს მათი მართვის ოპტიმიზაციის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თაობაზე;

გ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი მნიშვნელობის სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე. კოორდინაციას უწევს აღნიშნული იურიდიული პირების საქმიანობას, ამზადებს წინადადებებს მათი მართვის ოპტიმიზაციის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თაობაზე;

დ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების კაპიტალური ხარჯის და სპეციალური მიზნობრივი სასწავლო პროგრამების დაფინანსების თაობაზე, საჯარო სკოლების მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასკოლო სასწავლო გეგმის შესასრულებლად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფის თაობაზე. ასევე, საჯარო სკოლებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების თაობაზე;

ე) მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს მოსწავლეთა კოორდინირებული სოციალური და სამედიცინო მომსახურების თაობაზე;

ვ) უზრუნველყოფს აუცილებელი ზომების გატარებას იმ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა. ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ამზადებს წინადადებებს და წარუდგენს მერს;

ზ) უზრუნველყოფს სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო ზომების გატარებას;

თ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს მოსწავლეთა სკოლაში დასწრების უზრუნველსა ყოფად საჭირო, კანონმდებლობით განსაზღვრული ზომების გატარების თაობაზე;

ი) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე, ამზადებს შესაბამისი განაცხადის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

კ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პირობების, მოსახლეობის რაოდენობის, მისი განსახლებისა და საინფორმაციო მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს პროექტებს მუნიციპალური საბიბლიოთეკო ქსელის მოსაწყობად;

ლ) ამზადებს მუნიციპალურ პროგრამებსა და მიზნობრივ პროექტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს კულტურის განვითარებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტისა და ფონდების ფორმირების თაობაზე;

მ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა ადგილობრივი (მუნიციპალური) ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნის, მართვის ოპტიმიზაციის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თაობაზე. ახორციელებს კულტურის მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციას;

ნ) ორგანიზებას უწევს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვას. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, შეიმუშავებს მუნიციპალურ პროგრამებსა და მიზნობრივ პროექტებს აღნიშნული ობიექტების მოვლა-პატრონობის, შესწავლის და რეაბილიტაციის მიზნით. უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ;

ო) მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

პ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალური მუზეუმების საქმიანობას. შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მუზეუმების დაფინანსების და კონტროლის თაობაზე;

ჟ) ორგანიზებას უწევს სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

რ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს მათი მართვის ოპტიმიზაციის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის თაობაზე;

ს) ამზადებს წინადადებებს მუნიციპალური სტადიონების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;

ტ) შეიმუშავებს შუამდგომლობებს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სპორტის რაინდის წოდებების მინიჭების თაობაზე და წარუდგენს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებულ კომისიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის № 01/129 ბრძანებით განსაზღვრული წესით;

უ) უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს. ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ფ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება