1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ წინადადებებთან წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, მისი დამტკიცების უზრუნველყოფას და შემდგომ კორექტირებას;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს შესყიდვის საშუალების შერჩევას და შერჩეული საშუალების შესაბამისი პროცედურების დაგეგმვას;

დ) შესყიდვის პროცედურების მომზადებას და განხორციელების უზრუნველყოფას;

ე) სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულებას და სატენდერო პროცედურების ჩატარებას;

ვ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

ზ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

თ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;

ი) მუნიციპალიტეტის მიერ დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების რეგისტრაცია, აღრიცხვა, შენახვა და დაცვა;

კ) უზრუნველყოფს მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას;

მ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის (სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის) კონსულტაციების გაწევას;

ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება