1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, ზედამხედველობას სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას.
2. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებ