1. დუშეთის  მუნიციპალიტეტის  მერიის  შიდა  აუდიტის  სამსახური  (ტექსტში  შემდგომ  –  „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა  და  მუნიციპალიტეტის  მიერ  დაფუძნებული  კერძო  სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.

2. სამსახური ფუნქციურად  დამოუკიდებელია  თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია  უშუალოდ მერის   წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.

3. სამსახური მოქმედებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების, მერის  დავალებების, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

4. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

5. სამსახურს, სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი და  სხვა საჭირო რეკვიზიტებ