1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების –
განყოფილებებისაგან:

ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;

2. საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ – „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

4. სამსახურის განყოფილებები ასევე უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მერის და მერიის თანამდებობის პირთა დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების, ასევე მერის დავალების  შესრულების უზრუნველყოფა დაავალოს ერთობლივად  ორ  ან  მეტ  განყოფილებას ან/და  სხვადასხვა განყოფილების მოხელეებ