1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას, ორგანიზებას უწევს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, სტატისტიკურ აღრიცხვას, ამზადებს წინადადებებს კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, მონაწილეობს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების პროცესში, ასევე უზრუნველყოფს გარემოს დაცვის და სხვა ღონისძიებათა გატარებას წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

2. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებ