1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების –
განყოფილებებისაგან:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) საინფორმაციო განყოფილება;

გ) იურიდიული განყოფილება;

დ) კადრების განვითარებისა და მართვის განყოფილება;

ე) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.

2. საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. საინფორმაციო განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ – „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

4. იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ – „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

5. კადრების განვითარებისა და მართვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ – „ჭ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

6.  მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“–„ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

7. სამსახურის განყოფილებები ასევე უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მერის და მერიის თანამდებობის პირთა დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება