1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიაში შემოსული კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას და ინდექსაციას, მათ დანიშნულებისამებრ განაწილებას მერიის სამსახურებსა და თანამდებობის პირებს შორის;
ბ) მერიაში შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას და მათ გადაგზავნას ადრესატებისათვის;
გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების გამოქვეყნებას;
დ) მერიის თანამდებობის პირების სამსახურებრივი დავალებების სათანადო გაფორმებას, რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს, შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ე) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
ვ) საქმისწარმოებაში გაშვებული დოკუმენტების სათანადო გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას. საქმისწარმოებაში ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას.
ზ) საქმისწარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
ი) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
კ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ლ) კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანას. საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
მ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას. ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას;
ნ) მერიის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;
ო) მერის პრესკონფერენციების ჩატარებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
პ) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ჟ) მერიის სხვა სამსახურებთან ერთად ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
რ) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას;
ს) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას, მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის შესახებ სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ტ) სამსახურის სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული, აგრეთვე მერის დავალებებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას სხვა სამსახურებთან ერთად ან დამოუკიდებლად;
უ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ფ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე, რომელთა განხილვაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მიეკუთვნება თვითმმართველობის კომპეტენციას; იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, რომელიც სასამართლოს განსჯადია, საქმეების გადაგზავნას შესაბამის სასამართლოში;
ქ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ღ) მერიის საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
ყ) მერიის მოსამსახურეთა ერთიან მონაცემთა ბანკის, საკადრო რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებას. მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;
შ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; მერიის მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას;
ჩ) მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; მოხელეთა სწავლების, სტაჟირების და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის ამაღლების) კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; წინადადებების შემუშავებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში მუნიციპალურ მოსამსახურეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებთან დაკავშირებით;
ც) მერიაში არსებული საკადრო და საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას. წინადადებების მომზადებას მერიის საშტატო ნუსხის ოპტიმიზაციის თაობაზე;
ძ) წინადადებების შემუშავებას მერიის მოსამსახურეთა სამუშაოს დაგეგმვის, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების და ანგარიშგების ფორმების დადგენის თაობაზე;
წ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ჭ) მუნიციპალურ მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას;
ხ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის მერს შორის კომუნიკაციას, საკრებულოს სამართლებრივი აქტების, მერიის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების და მერის დავალებების ოპერატიულად გაცნობას, უზრუნველყოფს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა კოორდინირებულ მოქმედებას;
ჯ) აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ, აანალიზებს აღნიშნულ ინფორმაციას და წარუდგენს მერს. შეიმუშავებს წინადადებებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე და წარუდგენს მერს;
ჰ) მეთოდურ დახმარებას უწევს მერის წარმომადგენლებს, აძლევს მათ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს; კოორდინაციას უწევს მერის წარმომადგენლებისათვის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, მუნიციპალური პროგრამების პროექტებს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის გაცნობას. ახდენს მერიის წარმომადგენელთა მიერ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების შეგროვებას, ანალიზს და წარუდგენს მერს სისტემატიზებული სახით.
2. სამსახური უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება