1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების –
განყოფილებებისაგან:
ა) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება;
ბ) სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება;
გ) სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება;
2. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ – „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
4. სამეურნეო-ტექნიკური განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ – „ძ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
5. სამსახურის განყოფილებები ასევე უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მერის და მერიის თანამდებობის პირთა დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
6. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების, ასევე მერის დავალების შესრულების უზრუნველყოფა დაავალოს ერთობლივად ორ ან მეტ განყოფილებას ან/და სხვადასხვა განყოფილების მოხელეებ