1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების და სპეცტექნიკის რეგისტრაციას;
დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. წინადადებების მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებით მუნიციპალური ქონების შექმნასა და შეძენასთან დაკავშირებით;
ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე. წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
ზ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
თ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და განკარგვის თაობაზე;
ი) მუნიციპალური ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობის, მართლზომიერი სარგებლობის კოორდინაციას;
კ) ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესს;
ლ) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სხვა დარგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას, შესაბამის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის წარმოებას, სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას ამ დარგების განვითარების მიზნით;
მ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შეფასებას, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე;
ნ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ო) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით;
პ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ, მათ შორის წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება- გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე;
ჟ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
რ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
ს) მუნიციპალური პროექტების განსახორციელებლად კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან, დონორ ორგანიზაციებთან და ა.შ. ურთიერთობების წარმართვის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ტ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
უ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას, მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;
ფ) გარემოს დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ქ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის, ტყის რესურსების მართვას კანონით დადგენილი წესით;
ღ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების მატერიალურ- ტექნიკურ აღჭურვას;
ყ) ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დასუფთავებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას;
შ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ჩ) საოფისე ავეჯის და ინვენტარის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
ც) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა.
ძ) თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას.
2. სამსახური უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სამსახურის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება