1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის  მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურულ  ერთეულს,  რომელიც  უზრუნველყოფს საფინანსო-საბიუჯეტო  სფეროს მართვას, მუნიციპალური ბიუჯეტის შემუშავებას და შესრულებას, კანონით დადგენილი წესით საფინანსო ოპერაციების წარმოებას და საბუღალტრო აღრიცხვას.

2. სამსახურს სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი და სხვა საჭირო რეკვიზიტებ