1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) არქიტექტურულ ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვას დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე;
ბ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმის შემუშავებას, დასახლებათა (ქალაქის, დაბის, სოფლის) ქალაქთმშენებლობით დაგეგმვას –
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას, სივრცითი მოწყობასა და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმების და წესების შემუშავების მიზნით საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტების მომზადებას;
ე) საქმისწარმოებას მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე;
ვ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებას;
ზ) ნებართვის გარეშე აშენებულ შენობა-ნაგებობათა ლეგალიზების თაობაზე საქმისწარმოებას;
თ) მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას;
ი) ზედამხედველობას მშენებლობის წარმოებისას სანებართვო პირობების დაცვაზე. უკანონო მშენებლობების გამოვლენას;
კ) სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ლ) სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას, სამშენებლო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსახილველად ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებაში გადაგზავნას;
მ) ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 , 533 , 55-ე, 552 , 553 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 135-ე, 1351, 145-ე, 1461, 1462, 148-ე, 150-ე, 1501 , 151-ე, 1511, 152-ე, 1522 და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს;
ნ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
ო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
პ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას;
ჟ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და ხიდების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
რ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ს) რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების, შესაბამის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების საკითხებზე;
ტ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
უ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;
ფ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
ქ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;
ღ) ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ