1. სამსახურის შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების –
განყოფილებებისაგან:
ა) სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილება;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;
გ) ინფრასტრუქტურის განვითარების, რეაბილიტაციის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება.
2. სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ – „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ – „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
5. სამსახურის განყოფილებები ასევე უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე მერის და მერიის თანამდებობის პირთა დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
6. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების, ასევე მერის დავალების შესრულების უზრუნველყოფა დაავალოს ერთობლივად ორ ან მეტ განყოფილებას ან/და სხვადასხვა განყოფილების მოხელეებ