1. სამსახური კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ი) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას;

კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტარანთა სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას.

ლ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

მ) საქმისწარმოებას სოციალური დახმარებების გაცემის თაობაზე;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებ