1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური“) წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის სფეროებში მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას წინამდებარე დებულების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. სამსახურს, სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი და სხვა საჭირო რეკვიზიტებ