სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ European Financial Group B.V.-ს(იუროფიან ფაინანშალ გრუპ ბი.ვი.) სავალდებულო სატენდერო შეთავაზების პირობები და პროცედურები

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ European Financial Group B.V.-მა (იუროფიან ფაინანშალ გრუპ ბი.ვი.) (ნიდერლანდების კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული კომპანია, რეგისტრირებული 2015 წლის 20 იანვარს, დაფუძნების ნომერი: 000031442803; CCI №62435523; RSIN №854817165) (შემდგომში „მყიდველი“ ან „EFG“) შეიძინა სს „ლიბერთი ბანკის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 203828304) (შემდგომში „ბანკი“ ან „ლიბერთი ბანკი“) აქციათა პაკეტი, რის შედეგადაც იგი აკონტროლებს ბანკის ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის 532 მუხლის შესაბამისად, მყიდველი აცხადებს სავალდებულო სატენდერო შეთავაზებას ბანკის დარჩენილი აქციების გამოსყიდვის მიზნით.

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების პირობები და პროცედურები:

1. მყიდველი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გამოშვებულ 3,326,488,049 ჩვეულებრივ აქციას, რაც წინამდებარე თარიღისთვის შეადგენს ბანკის მიერ განთავსებული ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების 74.64%-ს და სურს გამოისყიდოს „ლიბერთი ბანკის“ დარჩენილი 1,130,337,978 ჩვეულებრივი აქცია, რაც წინამდებარე თარიღისთვის შეადგენს ბანკის მიერ განთავსებული ხმის უფლების მქონე აქციების 25.36%-ს;

2. ვინაიდან ბანკს ასევე გამოშვებული აქვს კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციები, მყიდველს შესაბამისად სურს გამოისყიდოს ბანკის მიერ ემიტირებული 10,000,000 პრივილეგირებული აქციიდან განთავსებული 6,139,064 ცალი პრივილეგირებული აქცია;

3. „ლიბერთი ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 0.03723611724 ლარს ერთ ცალ ჩვეულებრივ აქციაზე. სავალდებულო სატენდერო შეთავაზებისთვის განსაზღვრული გამოსასყიდი ფასი დადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, BDO Georgia-ს (შპს „ბიდიო“, ს/კ 205145403) მიერ სათანადოდ შესრულებული შეფასების ანგარიშით და არის არანაკლებ იმ ფასის, რაც EFG-მ გადაიხადა ბანკის მიერ განთავსებული ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების 74.64%-ის შეძენისას;

4. კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1,22272172210 ლარს ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე. სავალდებულო სატენდერო შეთავაზებისთვის განსაზღვრული გამოსასყიდი ფასი დადგენილია დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, BDO Georgia-ს (შპს „ბიდიო“, ს/კ 205145403) მიერ სათანადოდ შესრულებული შეფასების ანგარიშით.

5. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება მოქმედებს 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით;

6. მყიდველი, აქციების გაყიდვის თანხმობაზე განცხადებების მიღებას განახორციელებს შეთავაზების მოქმედების პერიოდში სამუშაო დღის განმავლობაში 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, ჭავჭავაძის გამზ. №74, თბილისი 0162, საქართველო;

7. „ლიბერთი ბანკის“ აქციების გაყიდვის სურვილის შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის შევსების მიზნით, გთხოვთ, წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

8. მყიდველი შეისყიდის იმ აქციათა რაოდენობას, რომელზეც აქციონერები გამოხატავენ თანხმობას. ამასთან, წინამდებარე თარიღისთვის „ლიბერთი ბანკის“ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების დარჩენილი 25.36%-ის, ანუ 1,130,337,978 ჩვეულებრივი აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში მყიდველი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას;

9. მყიდველი შეისყიდის იმ აქციათა რაოდენობას, რომელზეც აქციონერები გამოხატავენ თანხმობას. ამასთან, „ლიბერთი ბანკის“ მიერ გამოშვებული 10,000,000 პრივილეგირებული აქციიდან განთავსებული 6,139,064 ცალი პრივილეგირებული აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში, მყიდველი გამოისყიდის პრივილეგირებულ აქციათა სრულ ოდენობას;

10. სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის ცვლილების შემთხვევაში, გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

11. აქციათა შესყიდვა განხორციელდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ 1 (ერთი) თვის განმავლობაში, შეთავაზების ვადის განმავლობაში წარმოდგენილი თანხმობების საფუძველზე.

მყიდველი:

European Financial Group B.V. (იუროფიან ფაინანშალ გრუპ ბი.ვი.)