შპს „ავტოსადგური“ - ს შეტყობინება წილის მიყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

შპს „ავტოსადგურის“ პარტნიორებს,

1. ქ-ონ დარეჯან ჭედიას პ/ნ19001000896 (მისამართი: ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. №57)

2. ქ-ონ იამარ ნაჭყებიას პ/ნ 01024007937 (მისამართი: ქ. ზუგდიდი, ნინოშვილის 1-ლი შესახვევი, №12, ქ. თბილისი, დიდუბის რ-ნი, მე-8 კვარტალი, მე-2 კორპუსი,  1-ლი სადარბაზო, მე-7 სართული, ბ.17)

3. ქ-ონ ნანა გერგედავას (მისამართი: ქ. თბილისი, ილორის ქ. №14)

ჩვენ, შპს „ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 219982785, ქ. ზუგდიდი, ბერიას ქ. №2) ქვემოთ მითითებული პარტნიორები:

1. ტარიელ ჯღარკავა (პ/ნ 19001056738) 7,54%

2. ნუგზარ შეროზია (პ/ნ 19001041799) 5,1%

3. კახაბერ კაჭარავა (პ/ნ 19001045978) 4,76%

4. შერმადინ უბილავა (პ/ნ 19001002771) 4,76%

5. ბესიკ პაპაშვილი (პ/ნ 19001057514) 4,54%

6. მალხაზ ღურწკაია (პ/ნ 19001085373) 4,76%

7. დემურ ჯგუშია (პ/ნ 19001053197) 4,54%

8. ფატმან სიჭინავა (პ/ნ 19001069253) 4,54%

9. ინეზა შენგელია (პ/ნ 19001015559) 4,54%

10. ირა ნადირაია (პ/ნ 19001035300) 4,54%

11. ფაციკო ბუაძე (პ/ნ 19001073394) 4,54%

12. ნაირა რაფავა (პ/ნ 19001016225) 4,54%

13. ქეთინო ანთია (პ/ნ 19001074706) 4,76%

14. აზა დადუნაშვილი (პ/ნ 01001000160) 4,54%

15. მზექალა წიფურია (პ/ნ 19001031307) 9,08%

16. ფრიდონი გვაჯაია (პ/ნ 42001009892) 4,54%

17. შავლეგ ქელბაქიანი (19001016685) 4,54%

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის თანახმად, გატყობინებთ, რომ საზოგადოების პარტნიორების უმრავლესობას სურვილი გვაქვს გავყიდოთ ჩვენი კუთვნილი წილი, რომელიც მთლიანობაში შეადგენს 86,16%. როგორც თქვენთვისაც ცნობილია (უკვე მერამდენედ, 2017 წლის 17 ნოემბერს ჩატარდა შპს „ავტოსადგურის“ პარტნიორთა კრება), გამოჩნდა მყიდველი, მესამე პირი − შპს „ლაზეთის“ სახით, რომელიც აცხადებს მზაობას შეიძინოს ორგანიზაციის სრული წილი (100%) 250 000 (ორასორმოცდაათი) აშშ დოლარად (ექვივალენტი ლარში). ჩვენი, ზემოთ მითითებული პარტნიორების კუთვნილი წილი (86,16%) კი 215.355 (ორას თხუთმეტი ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) აშშ დოლარად (ეკვივალენტი ლარში). შესაბამისად, როგორც პარტნიორს, რომელიც სარგებლობს წილის უპირატესი შესყიდვის უფლებით, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, იმავე ფასად, ჩვენი წილების პროპორციულად, შეიძინოთ ჩვენი კუთვნილი წილები.

მიუხედავად იმისა, რომ წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების მიზნით, თქვენ, როგორც პარტნიორებს, შეტყობინება გამოგეგზავნათ დაზღვეული წერილით საცხოვრებელ მისამართზე, შესაბამისად ვადად, კანონის თანახმად, განისაზღვრა შეტყობინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე. რა დროშიც ვალდებული იყავით, როგორც პარტნიორებს გეცნობებინათ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. აქვე გეცნობათ, რომ პასუხის მიუღებლობა ჩაითვლებოდა უპირატესი შესყიდვის გამოყენებაზე უარის თქმად და თქვენგან დამოუკიდებლად შესყიდვას განვახორციელებდით მესამე პირთან (შპს „ლაზეთი“). მაგრამ, როგორც საქართველოს ფოსტის მეშვეობით გახდა ცნობილი, ვალდებული პირის (შპს „ავტოსადგური“) დაზღვეული წერილი, მხოლოდ ორს (ნანა გერგედავას, იამარ ნაჭყებიას შვილი − თამარ ჩიხლაძე) ჩაჰბარდა, დარეჯან ჭკადუამ კი საერთოდ უარი განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ 461 მუხლის მე-6 ნაწილი) მივმართავთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რათა უზრუნველყოს შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება.

პატივისცემით,

შპს „ავტოსადგურის“ დირექტორი:                                                   /მალხაზ ღურწკაია/