„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2017 წლის 8 დეკემბერი დაბა ხულო |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №3 დადგენილებაში
(სსმ, ვებგვერდი16/02/2011 წ, 330010040.35.136.016045) შევიდეს
შემდეგი ცვლილებები:
1) დადგენილებით დამტკიცებული ,,დანართი 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 1“
ხულოს მუნიციპალიტეტი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა მსმ № 000000
1. ნებართვის გაცემის თარიღი: ---- -- ------ ---------------------- ---------------------20 წელი 2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: ------ ----------------------------20 წელი 3. ნებართვა ძალაშია: ----------------------------- ------ ------------------------------- 20 წელი 4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები: --------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ( სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
5. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: ------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობა, მისამართი: -------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ( ან/ და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არ არსებობის ან არასრულობის შემთხვევ ებ ში)
7. შენობა-ნაგებობის კლასი: ------------------------------------------------------------------------- 8. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები: -------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 9. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი: -------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 10. მშენებლობის პროცესების განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები: ----------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 11. ნებართვა გაიცა -------------------------------------------------------------------------------------- მიერ. (ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება)
ბრძანება № ----------------- „---------“---------------------------------- 20 წ.
12. ნებართვის გამცემი პირი: -------------------------------------------- ------- --------------------------------------------------------- (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
------------------------------------------------------------- (თანამდებობა) ბ. ა. დამამზადებელი: დამკვეთი: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია სფს- ს რეგისტრაციის №000000“
2) დადგენილებით დამტკიცებული „დანართი 2“-ის პირველი მუხლის მე-2 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური ს პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.“ 3) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-2 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანებართვო მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია ). სანებართვო მოწმობის შეკვეთას მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში“. 4) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-2 მუხლის მე-5 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა (რწმუნებულება) ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი ) ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით“. 5) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-3 მუხლის 1-ლი პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანებართვო მოწმობის გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“. 6 ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-3 მუხლის მე-2 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანებართვო მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სანებართვო მოწმობის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დანართი № 3-ისა“. 7 ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-3 მუხლის მე-4 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერიის შესაბამის სამსახურზე სანებართვო მოწმობის გაცემას მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი. პასუხისმგებელ პირს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეთაგან ბრძანებით განსაზღვრავს მერი“. 8 ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-3 მუხლის მე-5 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს სანებართვო მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) სანებართვო მოწმობის დაბრუნებას,რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს მერს.“ 9 ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-5 მუხლის პირველი პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანებართვო მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. სანებართვო მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. სანებართვო მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი სანებართვო მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც სამსახურის უფროსი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით იმავე დღესვე აბარებს პასუხისმგებელ პირს. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) სანებართვო მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი სანებართვო მოწმობები, რომელიც თან ერთვის ჩამოწერის აქტს უკლებლივ, ყოველი თვის ბოლოს, სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით, მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს“. 10 ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-5 მუხლის მე-2 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ნებართვის გამცემი (ხულოს მუნიციპალიტეტის მერი). სანებართვო მოწმობის ა ვთენტიკურობა დასტურდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ბეჭდით.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|