პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 08 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ:
1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების/გაცემაზე უარის თქმის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ შემოსულ კორესპონდენციას განიხილავს და ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ბახსოლიანი. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც - foi@pdp.ge.
საანგარიშო პერიოდში აპარატში შემოვიდა 21 მოთხოვნა ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. აქედან:
16 შემთხვევაში სრულად გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაციის ასლები;
04 შემთხვევაში ნაწილობრივ ეთქვა უარი ინფორმაციის გაცემაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი აპარატში არ იყო დაცული. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში მოთხოვნილი იყო მესამე პირთა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები, რომლებიც გაიცა ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით).
01 შემთხვევაში უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე, ვინაიდან მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაწილი დაცული იყო გრიფით „საიდუმლო“, ხოლო დოკუმენტაციის ნაწილი იყო შემუშავების პროცესში.
2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ
საანგარიშო პერიოდში აპარატში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ.
3. საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდზე განთავსებულია ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი (https://catalog.pdp.ge/). ამავე ვებგვერდზე განთავსებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებების რეესტრი (https://app.pdp.ge/decision/), სადაც გადაწყვეტილებები გასაჯაროებულია მოქალაქეთა და კერძო სამართლის იურიდიული პირების იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
4. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების/ნებართვების განხილვისა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს. ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს განმცხადებელთა და მესამე პირთა პერსონალურ მონაცემებს, მესამე პირებს გადაეცემათ იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
5. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ
აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევა არ გამოვლენილა, ამდენად არ არსებობდა დისციპლინური სახდელის დადების საჭიროება.
6. ინფორმაციის დამუშავებასთან/გაცემასთან და გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები
ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯმა შეადგინა 0 ლარი. ამასთან, არ წარმოშობილა გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯი.