ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ 2017 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის საქმისწარმოების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - შორენა თედორაძე. დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია, საინფორმაციო დაფაზე განთავსებულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი, სამსახურებრივი ინსტრუქცია და საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ".
2017 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია 941 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. ამათგან, 831-ზე (10 დამუშავების პროცესშია) გაცემულია საჯარო ინფორმაციები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით. გაცემული საჯარო ინფორმაციის ქსეროასლების რაოდენობა შეადგენს A4 ფორმატის 57 456 გვერდს, გადახდილია საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებელი თანხა 2872,37 ლარის ოდენობით. ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმას, შესაბამისად, გასაჩივრების ფაქტებიც არ დაფიქსირებულა.
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე