ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2017 წლის 22 დეკემბერი ქ. ახალციხე |
|
ინსტრუქცია
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა, გადახდის წესისა და ოდენობის შესახებ
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების, გადახდის წესსა და ოდენობას.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები, ნებართვაში მითითებულ ვადებში.
ა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
2. ხაზობრივი ნაგებობებისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:
ა) რკინიგზა, გაზსადენი, ნავთობსადენი, კავშირგაბმულობა, ელექტროგადამცემი ხაზები - ერთ გრძივ მეტრზე განისაზღვროს 1,00 (ერთი) ლარი,
ბ) წყალსადენი, წყალარინები - 0,80 ლარი;
ინსტრუქცია
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესისა და განაკვეთის ოდენობის შესახებ
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და განაკვეთის ოდენობას.
1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით;
2. ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს;
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან.
ა) განცხადების მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი.
2. III კლასის შენობა-ნაგებობისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს და ხაზობრივი ნაგებობებისათვის :
ა) განცხადების მიღებიდან სამ სამუშაო დღეში – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან ათ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი.
3. IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, რომლის საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს და ხაზობრივი ნაგებობებისათვის:
ა) განცხადების მიღებიდან სამ სამუშაო დღეში – 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან ხუთ სამუშაო დღეში – 3000 (სამი ათასი) ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან ათ სამუშაო დღეში – 2000 (ორი ათასი) ლარი.
2.მერიის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, მერიის შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3.თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მერია უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. მერია უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი;
4. მოსაკრებელი ჩაირიცხება ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) მერია სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის, ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დაწყებამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის შორის, ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის მერიის შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა - ნაგებობების ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
დანართი №3
ინსტრუქცია
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, განაკვეთის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესსა და განაკვეთის ოდენობას.
1. ინსტრუქცია აწესრიგებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3.ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, დასუფთავებისათვის მომსახურების გაწევაზე და მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ან/და გადამხდელად დაურეგისტრირებლობა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მოსაკრებელი მეწარმე ფიზიკური პირებისთვის, სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის, დაწესებულება, ორგანიზაციებისთვის გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების მოსაკრებლის გადასახდელი თანხა განისაზღვრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერ გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ. 7. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში; 8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნა ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. 9. მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ოჯახებისათვის ერთ სულზე - 0,50 ლარი, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით; ბ) მეწარმე ფიზიკური პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ახალციხისა) განისაზღვროს - 20 ლარით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე, ხოლო ქალაქ ახალციხეში განისაზღვროს ცხრილის მიხედვით: ბ.გ) ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე მეწარმე ფიზიკური პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება: მ = გ X რ მ - ერთი თვის მოსაკრებელი, გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი) რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ) |
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში; ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდ. მეწარმეების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
3. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.
4. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეს:
ა) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები.
ბ) საბავშვო ბაგა-ბაღები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები.
5. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
2.გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ინსტრუქცია
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში - 3000 ლარის ოდენობით;
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით.