„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2025 წლის 27 თებერვალი ქ. ახალციხე |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :
,,მუხლი 4. მოსაკრებლის ოდენობა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:
ა) ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე:
ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის – 5,0 ლარი;
ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ახალციხისა):
ბ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის – 3,0 ლარი;
ბ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (მათ შორის დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი;
ბ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი – 4,0 ლარი;
გ) ხაზობრივი ნაგებობის თითოეული გრძივი მეტრისათვის:
გ.ა) რკინიგზა, გაზსადენი, ნავთობსადენი, კავშირგაბმულობა, ელექტროგადამცემი ხაზები – 1,0 ლარი;
გ.ბ) წყალსადენი, წყალარინება – 0,80 ლარი;
დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 100 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მოქმედებს ამავე მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტისათვის და ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამავე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით განსაზღვრული მოსაკრებელი.“
|