„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2017 წლის 27 დეკემბერი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების დანართის მე–3 მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უზრუნველყოს საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა, საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კანონით დადგენილი წესით წარდგენის ხელშეწყობა, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული დანაყოფების უფროსებთან ერთად შესაბამისი რეკომენდაციებისა და სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მომზადება, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით საკრებულოს აპარატში დასაქმებულთა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება, საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების უზრუნველყოფა, მოსამსახურეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ასევე, მოხელის კლასის მინიჭებისა და წახალისებისათვის შესაბამისი მასალების მომზადება, მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის გაანალიზება, მათი სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისათვის შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის მომზადება და წლიური სამუშაო გეგმის შემუშავება, საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და წარმოება“.
2. დადგენილების დანართის მე–3 მუხლის მე–19 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების საინფორმაციო უზრუნველყოფა და მედიასთან ურთიერთობა, საკრებულოს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალების მომზადება, საკრებულოს საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალების განთავსება საკრებულოს ვებგვერზე და სოციალურ ქსელში, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარება, საკრებულოს ხელმძღვანელი პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობის უზრუნველყოფა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებთან, დაგეგმილი ღონისძიებების პრესრელიზების მომზადება, ჟურნალისტთა აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, საკრებულოს თანამდებობის პირების ინფორმირება ქალაქში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“.
3. დადგენილების დანართის მე–6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები წარმოადგენენ საკრებულოს აპარატის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო მომსახურებას“.
4. დადგენილების დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ცხადდება ღია, დახურული და გამარტივებული კონურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელსაც ატარებს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია“.
5. დადგენილების დანართის მე–8 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით“.
|