„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2017 წლის 28 დეკემბერი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის პირველ პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერის/მერის პირველი მოადგილის/მერის მოადგილის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ხოლო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, რომელიც იმავდროულად თანამდებობის პირიც არის და პროფესიული საჯარო მოხელეც მისი უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა

მერიის საჯარო მოსამსახურეთა, გარდა მერის/მერის პირველი მოადგილის/მერის მოადგილისა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“, „ბ.ბ“, „გ.ე“, „დ.ა“, „დ.გ“, „ე.ბ“, „ე.თ“, ე.ი“ ქვეპუნქტები  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“ −„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;“;

„ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;“;

„გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;“;

„დ.ა) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;“;

„დ.გ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;“;

„ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

„ე.თ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.ი) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“ .

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე.  თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში – მერის მოადგილე.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის სათაური, ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი

1. სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი:“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს.

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით დადგენილი წესით პროფესიული განვითარებისათვის შეუძლია ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის  „ტ“  ქვეპუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ მტკიცდება ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.“.

„ტ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცვლელი სხვა საჯარო ინფორმაცია.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას,საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ)კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

ე.თ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.ი) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.კ) ახორციელებს ამ კანონით, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ე.ლ) ითანხმებს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო(საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტინგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების პარტნიორ(ებ)ის  (დამფუძნებლის) უფლებამოსილებას; როგორც დამფუძნებელი პარტნიორი ღებულობს გადაწყვეტილებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას და დაქვემდებარებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დირექტორების დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ, ამტკიცებს კერძო სამართლის იურიდიული პირის წესდებას და ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 121  მუხლი ამოღებულ იქნეს.

14.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლს დაემატოს მე-6 და მე-7 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებისა და ოჯახის შემადგენლობის ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმებს ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

7. ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“.


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე