„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.121.016305
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №77

2018 წლის 21 თებერვალი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 20.11.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016257) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. მერია

ვანის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია) არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“

2. დანართის მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები“.

3. დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მერიის თანამდებობის პირები

1. მერიის თანამდებობის პირები არიან:

 ა) მერი;

 ბ) მერის პირველი მოადგილე;

 გ) მერის მოადგილე;

 დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

 3. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“.

4. დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.“.

5. დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

„ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისათვის ან სხვა მოხელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

6. დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;“.

7. დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრიანების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“.

8. დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.

3. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.

4. მერი ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.“.

9. დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე

1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობის მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

3. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.“.“.

10. დანართის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

11. დანართის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“.

12. დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება.“.

13. დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი

1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;

ი) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.“.

14. დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი ვანის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელსაც იყენებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების დროს შედგენილი, გამოცემული ან/და უკვე არსებული აქტების დასამოწმებლად.

4. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

5. მერის წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს უფლებამოსილი საჯარო მოხელე.“.

15. დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილებები

1. მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების, მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს მერს;

თ) ხელს უწყობს შესაბამის სამსახურს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ღონისძიებების გატარებაში;

ი) გასცემს რეკომენდაციას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამებიდან;

კ) აწვდის მერს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობისა და მათი საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესახებ;

ლ) აწვდის მერს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

მ) ასრულებს მერის სხვა დავალებებს.

2. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მერის წარმომადგენელი ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტს, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ დადგენილი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი ცნობისა, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მერის წარმომადგენელი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

4. საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა შეიძლება გაცემულ იქნეს, მაგალითად: კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით.

5. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირად განისაზღვროს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

6. მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დაბადებულ პირებზე დაბადების რეგისტრაციის თაობაზე ახორციელებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე.

7. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.

8. მერის წარმომადგენელი პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტია მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ.

9. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;

ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით;

გ) ახორციელებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

10. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

11. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

16. დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი15. მერიის მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხარე, ტექნიკური ან/და არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად.

2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით.

3. დასაქმებულ პირთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი.“

17. დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;“.

18. დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;“.

19. დანართის მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება“.

20. დანართის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ დებულებით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალური წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით.“.

21. დანართის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აქვს კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი.“.

22. დანართის 25-მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება.“.

23. დანართის 35-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში

 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

 ა) დასახლების საერთო კრება;

 ბ) პეტიცია;

 გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;

 დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.

 2. საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი.

3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

4. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებასაც ამტკიცებს საკრებულო.

5. მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;

ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი);

გ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი;

დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის(პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელ. ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;

ე) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;

ვ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;

ზ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით აგრეთვე გენდერულ ჭრილში;

თ) მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;

ი) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ;

კ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტები;

ლ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე;

მ) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);

ნ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ:

ო) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;

პ) მუნიციპალური პროგრამები შესახებ ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;

ჟ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

რ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომების გამართვიდან 10 დღის ვადაში;

ს) დასახლების საერთო კრების ოქმები, მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;

ტ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;

უ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

ფ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

ქ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები, შესაბამის ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ღ) პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ყ) სხვა სახის საჯარო ინფორმაცია.“.

24. დანართის 35-ე, 36-და მე-40 და 42-მუხლები ამოღებულ იქნეს.

25. დანართის 41-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. მერიის რეორგანიზაცია

1. მერიის რეორგანიზაცია არის მერიის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება მერიის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე მერიის შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება მერიის ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და მერიის სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

2. მერიის რეორგანიზაციის დაწყების სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

ბ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;

გ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი.

3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:

ა) მერიის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ;

ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;

გ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;

დ) მერიის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;

ე) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი