„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016132
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №4

2018 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:  

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ48“ პუნქტი:

„ჰ48) თვითმფრინავის კლასი – ერთპილოტიანი თვითმფრინავები, რომელთაც არ ესაჭიროებათ ტიპის ოსტატობა;“

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) I-IV თანრიგის სხ-ის პილოტი შეიძლება გახდეს უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი, თუ მას ამ ტიპზე აქვს პილოტ-ინსტრუქტორის რანგში ნაფრენი არანაკლებ 200 სთ, ხოლო V თანრიგის თვითმფრინავის ტიპზე ან კლასზე პილოტ-ინსტრუქტორად ნაფრენი აქვს არანაკლებ 50 სთ, ხოლო შვეულმფრენზე არანაკლებ 50 მარშრუტის სექტორი და/ან 25 სთ;“

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პილოტ-ინსტრუქტორი და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი V თანრიგის თვითმფრინავის სხვა კლასზე გადასწავლებისას გახდება პილოტ-ინსტრუქტორი ან უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი თვითმფრინავის აღნიშნულ კლასზე, თუ აკმაყოფილებს ამ წესის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“

3. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების თანრიგები, ტიპები და კლასები

1.  ამ წესის მიზნებისათვის, სამოქალაქო სხ-ები, მაქსიმალური ასაფრენი მასის მიხედვით, იყოფა ხუთ თანრიგად:

ა) I თანრიგი – მაქსიმალური ასაფრენი მასა > 201 ტ;

ბ) II თანრიგი – 101 ტ ≤ მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 200 ტ;

გ) III თანრიგი – 21 ტ ≤ მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 100 ტ;

დ) IV თანრიგი – 5,7 ტ ≤ მაქსიმალური ასაფრენი მასა ≤ 20 ტ;

ე) V თანრიგი – მაქსიმალური ასაფრენი მასა  ≤ 5,7ტ.

2. ამ წესის მიზნებისათვის ყველა თვითმფრინავი და შვეულმფრენი იყოფა ტიპად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თვითმფრინავებისა.

3. თვითმფრინავები იყოფა შემდეგ კლასებად:

ა) თვითმფრინავი, რომელიც სერტიფიცირებულია ერთი პილოტით საფრენად   და რომელსაც აქვს ერთი დგუშიანი ძრავი.

შენიშვნა: მოწმობაში აღნიშნება – SEP(Land/Sea)

ბ) თვითმფრინავი, რომელიც სერტიფიცირებულია ერთი პილოტით საფრენად და რომელსაც აქვს ორი დგუშიანი ძრავი.

შენიშვნა: მოწმობაში აღინიშნება – MEP(Land/Sea)

4.  ერთი და იმავე კლასის თვითმფრინავის სხვადასხვა მოდიფიკაციებზე ფრენის დაწყებამდე პილოტი ვალდებულია პილოტ ინსტრუქტორთან გაიაროს ამ მოდიფიკაციის თვითმფრინავზე თეორიული და საფრენოსნო მომზადება არანაკლებ ერთი საათისა.

შენიშვნა: მომზადების შესახებ ჩანაწერი აისახება პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, რომელსაც ხელს აწერს ინსტრუქტორი.“

4. 35-ე მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პილოტი, ბორტინჟინერი და ბორტოპერატორი უფლებამოსილია იფრინოს სხ-ის სამ ტიპზე ან/და კლასზე, მათი სახეობის მიუხედავად.“.

ბ) მე-4 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

5. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საჰაერო ხომალდის სხვა ტიპზე ან კლასზე უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ფუნქციის განსახორციელებლად, უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და უნდა ჰქონდეს სააგენტოს პილოტ-ინსპექტორის ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული კომპეტენციის შეფასება სხ-ის ამ ტიპზე ან კლასზე.

6. 44-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავიასპეციალისტებზე გაცემული მოწმობების აღრიცხვას და მონაცემთა ბაზას სააგენტო აწარმოებს ელექტრონულად.’’.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. ამოღებულ იქნეს წესის დანართი №7.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია