ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2018
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.137.016369
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2018 წლის 18 იანვარი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 99-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლის საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა
სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კასტრული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა ფინანსური დახმარების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ- ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები; საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობისდაცვითი ღონისძიებების ხარჯები;
ბ) ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის, ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის. ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები;
დ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, აგრეთვე, ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მათში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;
ე) ხარჯები ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა, და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
ვ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომელიც საჭიროა ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად;
ზ) სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
მუხლი 3🔗. სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი).
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას.
3. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, ხოლო ჯგუფის წევრთა შემადგენლობაში შედიან ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები/მოხელეები და საკრებულოს წევრები.
4. სამუშაო ჯგუფს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
5. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელის მოვალეობას, მერის ბრძანებით ასრულებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 4🔗. მუშაობის წესი
1. ჯგუფის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, ადიგენის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა.
2. საკითხის განხილვისას სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მისცეს დავალება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ან მერიის სხვა მოხელეს, რათა განცხადების შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად.
4. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ.
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ჯგუფის წევრი მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში.
მუხლი 5🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება
1. ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა კანონთან;
ბ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი, იმსჯელოს თანხის ოდენობაზე და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. ჯგუფის გადაწყვეტილება წარედგინება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
მუხლი 6🔗. სამუშაო ჯგუფის სხდომა
1. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.
2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს.
5. ჯგუფის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის ხელმძღვანელი, მდივანი და ყველა დამსწრე ჯგუფის წევრი.
მუხლი 7🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოსცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით აუცილებლობის შემთხვევაში.
2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა;
ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემისთანავე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.
მუხლი 8🔗. წესში ცვლილების შეტანა
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.