1.
ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს უმაღლესი აკადემიური  განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში.
2.
ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
3.
ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ)
პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;
დ)
ადრეული განათლების პრინციპები;
ე)
დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისად, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში;
ვ)
რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;
ზ)
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები.
4.
ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია:
ა)
მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ბ)
ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;
გ)
პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების  სტრატეგიების გამოყენება;
დ)
მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას;
ე)
კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;
ვ)
ინტერვენციების განხორციელება ბავშვის ჯგუფში, ინდივიდუალურად, ან/და მცირე ჯგუფებში;
ზ)
პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის  ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით.
თ)
ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;
ი)
მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
კ)
ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება.თავი V
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტებ