1.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა)
აკადემიური უმაღლესი განათლება განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ)
დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად ან ადრეული ინტერვენციის სფეროში პრაქტიკოსად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
2.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა)
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ)
ადრეული განათლების პრინციპები;
გ)
ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ)
ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე)
ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ)
თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
ზ)
ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
თ)
ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ი)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
კ)
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ლ)
კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
3.
საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა)
დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება;
ბ)
გუნდური მუშაობა;
გ)
განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის;
დ)
ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ე)
ეფექტური კომუნიკაცია;
ვ)
კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება;
ზ)
პოზიტიური გაძღოლა;
თ)
თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;
ი)
დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
კ)
დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;
ლ)
ადამიანური რესურსის მართვა
მუხლი 7. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. 1
- მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება
- მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 5. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
- მუხლი 6. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 8. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული
- მუხლი 11. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 12. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №4, 25.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4015673/muxli-7/